29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
შემდეგი ნაბიჯი არის კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ ველით თანაბრად ძლიერ მორალურ არჩევანს და გადაწყვეტილებას - ზელენსკი უკრაინის დახმარებაზე

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ. 95 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ახლა სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში გაიგაზვნება, სადაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დოკუმენტმა საბოლოოდ კანონის სტატუსი მიიღოს. უკრაინის პრეზიდენტმა სენატორებს მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკი იმედოვნებს, რომ წარმომადგენელთა პალატა გადაწყვეტილებას უკრაინის სასარგებლოდ მიიღებს.

"შეერთებულ შტატებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კენჭისყრა გაიმართა. სენატმა მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მეომრების, ჩვენი ძალისხმევის და ზოგადად დემოკრატიის შემდგომი მხარდაჭერის პაკეტს.

მადლობელი ვარ ყველა სენატორის მორალურად ძლიერი არჩევანისთვის. ეს არჩევანი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ერისთვის, რომლის დამოუკიდებლობა რუსეთის თავდასხმების სამიზნეა – ახლა თუ მომავალში.

პუტინი არასოდეს აპირებდა მხოლოდ უკრაინას დასჯერებოდა - მისი მიზნები ბევრად უფრო ფართოა. ამიტომ, სოლიდარობა ქვეყნის დაცვაში კიდევ უფრო დიდი უნდა იყოს.

შემდეგი ნაბიჯი არის კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ველით თანაბრად ძლიერ, მორალურ არჩევანს და გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში შევა და ხელს შეუწყობს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები