29 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ძმების პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში - მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ძმების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. ცოტა ხანში, ცნობილი გახდება, რა სახის აღკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს მოსამართლე დაკავებული ძმების მიმართ. 

40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცემასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებაში ედავებიენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა 11 თებერვალს, კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფელიქს კაპანოვს ჯერ სცემეს, შემდგე კი სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. ორივე დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს საკმარისი მტკიცებულებები დაკავებულების ბრალეულობის დასამტკიცებლად.

"ძირითადი მტკიცებულება ამ შემთხვევაში არის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელიც არ არსებობს საქმეში. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, გარდაცვლილის კუთვნილი იარაღებია ამოღებული, ე.წ. ნაჯახი და ორი დანა. ეს ნივთი ამოღებულია, მაგრამ ჯერჯერობით, იმის თქმა, რომ ამ ნივთით განახორციელა ბრალდებულმა და რაიმე სახის ქმედება გარდაცვლილის მიმართ, ეს ჯერჯერობით, დადგენილი არ არის," - აცხადებს ადვოკატი, მანანა მოსულიშვილი.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე შუამდგომლობს ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

"საქმეში მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტობრივ საფუძველს ქმნის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, ანუ ადასტურებს, რომ დასაბუთებული ვარაუდობს სტანდარტით ორივე ბრალდებულს ჩადენილი აქვს ის დანაშაულები, რაც მათ ბრალად ედებათ", - აცხადებს პროკურორი, ლევან ჟორჟოლაძე.

  

დღის ამბები