16 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ოკუპანტების მიერ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ჩაირთო

უკრაინაში, აღმოსავლეთით რამდენიმე ოლქში, ოკუპანტების მიერ ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო. აფეთქებები დაფიქსირდა პოლტავას ოლქში.

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი. დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. ხარკოვის ოლქზე საჰაერო იერიშის შედეგად კი დაიღუპა 3 და დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე.

რთულია ვითარება ავდიივკაში, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, კონტროლს ექვემდებარება.

თეთრმა სახლმა კი ავდიივკაში სიტუაცია "კრიტიკულად" შეაფასა და არ გამორიცხა, რომ მასზე კონტროლი რუსეთის ჯარებმა აიღონ, თუკი კონგრესი დაუყოვნებლივ არ მიიღებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, NATO, "დრონების კოალიციის" პირველი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას მილიონ უპილოტო საფრენს გადასცემს.

დღის ამბები