28 სექტემბერი 2024,   04:23
ვრცლად
თავდაცვა თავდასხმის ნაცვლად - ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე უკრაინა ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადადის

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 2 წლისთავზე, კიევის ჯარები ფრონტის ხაზზე კრემლის უხეში პოლიტიკის ზეწოლას განიცდიან. გამოფიტული ჯარისკაცები, იარაღის დეფიციტი, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი და უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი - ასეთია დღევანდელი სურათი უკრაინაში. ახლა რუსეთის მთავარი სამიზნე ავდიივკას რაიონია. ახლადდანიშნული სამხედრო ლიდერი, ალექსანდრ სირსკი, კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავებას ჯარის რეორგანიზაციით ცდილობს.

ავდიივკას რუსები თვეების განმავლობაში უტევდნენ, მაგრამ მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში შეძლეს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება. მოწინავე ჯარების მცირე ჯგუფებმა უკვე შეძლეს ქალაქში შეღწევა. ქალაქის მერის განცხადებით, 32000-იანი მოსახლეობიდან ავდიივკაში მხოლოდ 923 მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის ევროპაში იმყოფება, სადაც მან უსაფრთხოების 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა გაერთიანებულ სამეფოსთან, გერმანიასთან და დღეს უკვე - საფრანგეთთანაც. ზელენსკი დაესწრო მიუნხენის კონფერენციასაც, სადაც დასავლელ ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დახმარებისკენ.

ომის დაწყებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინის არმიამ პირველად შეცვალა საბრძოლო სტრატეგია და თავდასხმას თავდაცვა ამჯობინა.

ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი

დღის ამბები