16 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საზღვაო ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ - უსრულა ფონ დერ ლაიენი

მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საზღვაო ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა.

უსრულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპა უზრუნველყოფს წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას და იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები. წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც შტატები და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. ამის მიუხედავად, რადიკალები თავდასხმებს განაგრძობენ. წითელ ზღვაში ამ მიზეზით შეფერხდა სავაჭრო ხომალდების გადაადგილება.

დღის ამბები