28 სექტემბერი 2024,   04:23
ვრცლად
20 თებერვალს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ალექსანდრე დიუმას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, შოთა ნიშნიანიძის, ილია და ნინო ნაკაშიძეებისა და კახი კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კანდელაკის, კოსტავას, ონიაშვილის, ალმასიანის, ბერბუკის, მერაბ ალექსიძისა და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ), ჩხავერის, ველისთავის, ზურაბ იარაჯულის, ქინძმარაულის, თავკვერის, რქაწითელის, საფერავისა და ზემო მეტალურგიულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ბარნოვის, ნაფარეულისა და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩეხოვის, ურბნისის, მეტეხის, დუტუ მეგრელის, ჯორბენაძის, ფერიცვალების, ისნის, მეფე სოლომონ ბრძენისა და რუისის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები