27 ივლისი 2024,   04:34
ვრცლად
თბილისის რამდენიმე უბანს 21 თებერვალს ელექტროენერგია შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის, გაგრის, ლიბანის, უწერის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ვარდევანის, ბარისახოს, ჭრებალოს და ყუშიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, დავით ყიფიანის, სანაპიროს, მიხეილ წინამძღვრიშვილის, გოგი ცაბაძის, მაიაკოვსკის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ჩაჩავას, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის (ნაწილობრივ), კრწანისის, ხაზინის, ათონელის და ფხოვის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ბოლნისის, დოდაშვილის, ჩკალოვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, იან პრიბილის, აჩაბეთის და თემურ ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამურზაყანოს, ყირიმის, ლაილაშის, აგარის, აფხაზეთის, სალხინოს, ცხრა ძმა ხერხეულიძის, გოგი ზაზიშვილის, ქინქლაძის, გივიშვილის, ხონის, ლანჩხუთის, სენაკის, აბაშიძის, კახა მანიჟაშვილის, ცაიშის, აბაშის, მეორე ქვალონის, თეკლეთის, ასხინის, ქვალონის, ტაშირის და ჭალადიდის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები