27 ივლისი 2024,   08:14
ვრცლად
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვა - სასამართლოში სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი დღეს შედგება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. დაგეგმილია ორი მოწმის - მათ შორის, თემურ მღებრიშვილის გამოკითხვა.

საქმეში, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა მათ 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიიღებს თუ არას სხდომაში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი, მოგვიანებით გაირკვევა.

დღის ამბები