27 ივლისი 2024,   04:21
ვრცლად
ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება ნებისმიერ ფასად არ შეიძლება - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება ნებისმიერ ფასად არ შეიძლება - ეს განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზეწოლის მიუხედავად, ომი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მთავარ მიზანს არ მიაღწევენ.

პარალელურად, აშშ-მა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვეტო კიდევ ერთხელ დაადო.

ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა გაერო-ში პალესტინის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ვეტოს საშუალებით ისრაელს მკვლელობის გაგრძელებაზე ოფიციალური ნებართვა მიეცა.

დასავლური კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, შეწყდება თუ არა ცეცხლი ღაზის სექტორში, ანკლავში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, უახლოეს 6 თვეში, შესაძლოა, კიდევ 8 ათასი ადამიანი დაიღუპოს.

 

დღის ამბები