27 დეკემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სახდეპი თანამშრომლებს მოუწოდებს, "პრობლემური" ტერმინები – “ქალბატონებო და ბატონებო“, “დედა/მამა“, “ქმარი/ცოლი“ – გენდერულად ნეიტრალური ტერმინებით ჩაანაცვლონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს ენტონი ბლინკენის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, სადაც უწყება თანამშრომლებს გენდერულად ნეიტრალური ტერმინების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

"თუ შეხედავთ ამ მემორანდუმს, ეს არის სტანდარტული სამთავრობო პრაქტიკა, როდესაც ცდილობთ ხალხი წაახალისოთ, უბრალოდ პატივი სცენ სხვებს და გამოიყენონ ის ტერმინები, რომლითაც სხვები კომფორტულად გრძნობენ თავს და მეტი არაფერი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.

მილერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმი ბლინკენის სახელით გამოიცა, ის სულაც არ იყო უშუალოდ სახელმწიფო მდივნისგან.

"ყველა ასეთი ტიპის დოკუმენტს, როგორც წესი, მდივნის ხელმოწერა ახლავს. ეს არის დეპარტამენტის სტანდარტული პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ასე იყო. ეს არ ნიშნავს, რომ დოკუმენტი აუცილებლად განვიხილოთ, როგორც თავად მდივნის მემორანდუმი", - თქვა მილერმა.

თანამშრომლებისთვის შედგენილი სახელმძღვანელო მოიცავს გენდერული ფრაზებისა და სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული, მათ შორისაა: "ბიჭებო", "ქალბატონებო და ბატონებო", "დედა/მამა", "ვაჟი/ქალიშვილი" და "ქმარი/ცოლი".

ამის ნაცვლად, მემორანდუმი მოუწოდებს თანამშრომლებს გამოიყენონ ფრაზები, როგორიცაა: "სამუშაო ძალა“, "ყველა“, "ხალხო“, "თქვენ ყველა“, "მშობელი“, "შვილი“, "მეუღლე“ ან "პარტნიორი“.

დღის ამბები