27 ივლისი 2024,   04:13
ვრცლად
სპეცოპერაცია ქუთაისში - სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

სპეცოპერაცია ქუთაისში - შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტი ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებულები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ, პოლიცია კი ადგილზე დილით მივიდა. მათთვის უცნობია, რას საქმიანობდნენ ბრალდებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავების ფაქტს ადასტურებენ. მიმდინარეობს გამოძიება.

 

დღის ამბები