27 ივლისი 2024,   04:55
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი 140 დღეა გრძელდება - ისრაელის მიერ ღაზის ცენტრალური ნაწილის დაბომბვამ, 40 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა

ახლო აღმოსავლეთში ომი 140 დღეა გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ისრაელის მიერ ღაზის ცენტრალური ნაწილის დაბომბვამ, 40 პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ძალები ხან-იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში ხელახლა შევიდნენ, მას შემდეგ, რაც ის დროებით, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუარესების ფონზე დატოვეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, უსაფრთხოების კაბინეტს ომის დასრულების შემდეგ ღაზის მართვის გეგმა წარუდგინა.

ბრაზილიის საგაერო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "დიდი ოცეულის" ქვეყნების აზრით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

მაურო ვიეირამ აღნიშნა, რომ ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე კონფლიქტის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით.

დღის ამბები