27 ივლისი 2024,   04:20
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი

უკრაინაში ომი გრძელდება. დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

რუსულმა ძალებმა დნიპროზე ღამით იერიში მიიტანეს "შაჰედის" ტიპის დრონებით, დაზიანდა მაღალსართულიანი შენობა და დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც, სადაც ხანძარი გაჩნდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დაიბომბა ხერსონის ოლქიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა, რუსი ოკუპანტების იერიშები 6 მიმართულებით მოიგერიეს, ბოლო 24 საათში, ფრონტზე 84 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

დღის ამბები