27 ივლისი 2024,   04:16
ვრცლად
"გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყო - თეა წულუკიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, "გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. პროექტით გათვალისწინებულია ობიექტის გადახურვა, საგზაო და ავტოსადგომის მოწყობა. სამუშაოები ივნისამდე დასრულდება. "გადაჭრილი გორა" იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ასევე, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "გადაჭრილი გორას" არქეოლოგიური კომპლექსის დასაცავად და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად 5 მილიონი ლარი გამოიყო.

"მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ხელშეწყობით, ეს ტერიტორია გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ჩვენ, შესაბამისი მობილიზება გავაკეთეთ და გამოიყო 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ ეს არქეოლოგიური ზონა და ნამოსახლარი, რომელიც მიწის შენობა-ნაგებობების სახით არის წარმოდგენილი, დაცული ყოფილიყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები