27 ივლისი 2024,   04:37
ვრცლად
ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ომის დასრულება, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტომელიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინელ ხალხს გამძლეობისთვის და ევროპელ ლიდერებს დახმარებისთვის. ზელენსკი გამარჯვებისა და სამართლიანი მშვიდობის მოპოვების პირობას დებს.

"დიდება უკრაინას! ახლა ჰოსტომელში ვარ, სწორედ იმ ადგილას სადაც კიევის სამ დღეში აღების გეგმა დაისახა. ორი წლის წინ ჩვენ აქ დავხვდით მტრის ჯარისკაცებს და ორი წლის შემდეგაც ბრძოლის ველზე ვდგავართ, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ერთად. ყველა ნორმალურ ადამიანს სურს ომის დასრულება, მაგრამ ომი უნდა დასრულდეს სამართლიანად, რადგან სიტყვები მშვიდობა და სამართლიანობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მომავალში უკრაინას ყოველთვის მოჰყვება სიტყვა დამოუკიდებელი. უკვე 730 დღეა ზუსტად ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობას ვუხდი ყველა მებრძოლს! მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები