29 ივნისი 2024,   12:03
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაგდებული გერმანული ბომბი გააუვნებელყვეს

გაერთიანებულ სამეფოში, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ პლიმუთში ნაპოვნი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი გააუვნებელყვეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობის უსაფრთხო ტერიტორიამდე - ზღვამდე ტრანსპორტირებისას, ოპერაციაში თავდაცვის უწყების 100-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

იქამდე, დასახლებაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - სამხედრო პირთა მიერ მოეწყო 300 მეტრის სიგრძის კორდონიც.

საბოლოოდ, ბომბი ზღვამდე უსაფრთხოდ მიიტანეს. ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ბომბი ზღვაში აფეთქდა.

ცნობისთვის, გამოცხადებული ევაკუაცია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა - ჯამში, ტერიტორიას 10 300-ზე მეტი ადამიანი გაარიდეს.

დღის ამბები