28 სექტემბერი 2024,   04:29
ვრცლად
გლდანში, მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს მსჯელობს

გლდანში, მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებას ითხოვს.

რეზო გამხიტაშვილს, საგამოძიებო უწყებამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მან მამას ჭრილობები დანით მიაყენა.

გელა გამხიტაშვილი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ბრალდებულს 16-20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები