27 ივლისი 2024,   04:52
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო - აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში

ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში იყო - აფეთქებები დაფიქსირდა ოდესაში, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაიღუპა 2 და დაშავდა 8 ადამიანი.

უკრაინის დაფინანსება იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის მთავარი თემა. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონმა არსებული ვითარებიდან გამოსავალი უნდა მოძებნოს. ქვედა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერის განმარტებით კი პირველ რიგში საჭიროა შეერთებულმა შტატებმა საკუთარ საჭიროებებზე იზრუნოს.

ამავე დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას დასავლური ჯარების უკრაინის ომში შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით. პრეს-სპიკერ მეთიუ მილერის თქმით, აშშ გააგრძელებს პოზიციის შენარჩუნებას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ გაგზავნის ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად.

მაკრონის განცხადების განმარტებას შეეცადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, ფრანგული ჯარები უკრაინაში შესაძლოა კონკრეტული საჭიროებებისთვის იყოს, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად.

დღის ამბები