27 ივლისი 2024,   04:15
ვრცლად
ჰონდურასში, ავტობუსების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

ჰონდურასში, ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით, ავტომაგისტრალზე მოხდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ერთი ავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო, მეორე კი კერძო კომპანიის, რომელსაც მიგრანტები საზღვარზე მიჰყავდა.

დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელით მიუსამძიმრა ქვეყნის პრეზიდენტმა.

დღის ამბები