27 ივლისი 2024,   04:20
ვრცლად
"გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი" - USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა კონფერენციას მართავს

„გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი“ - USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა კონფერენციას მართავს. ღონისძიებაზე მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას მთავრობის, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გახსნა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები აღმასრულებელი და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან ერთად. გავიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიცაა მოქალაქეების ხელმისაწვდომობა სამართლებრივ სერვისებზე და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველომ ამ მიმართულებით განიცადა პროგრესი და ეს აღიარებული იქნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ძლიერი, სანდო სასამართლო სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი.

USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ასევე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

„ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში USAID და სამართლის უზენაესობის პროგრამა ძალიან მტკიცე მხარდაჭერას უწევს სამოქალაქო საზოგადოებას. მართლმსაჯულების სფეროში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელებულა. მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლების განმავლობაში USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით სამართლებრივი დახმარებისას სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით მუშაობდა. დღეს მე ამ საკითხებზე ვილაპარაკებ,“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

დღის ამბები