27 ივლისი 2024,   04:14
ვრცლად
მიჩ მაკკონელი სენატში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის პოსტს დატოვებს - მას სენატის ისტორიაში პარტიის ლიდერის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად უკავია

ამერიკელი სენატორი, მიჩ მაკკონელი წლის ბოლოს, სენატში "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის პოსტს დატოვებს. მისმა თანაშემწეებმა განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.

82 წლის მაკკონელს სენატის ისტორიაში პარტიის ლიდერის პოსტი ყველაზე ხანგრძლივად უკავია. ის, 1985 წლიდან, სენატის წევრია. 2006 წელს კი "რესპუბლიკელების" ხელმძღვანელად აირჩიეს. მაკკონელი, 2015-2021 წლებში, უმრავლესობის ლიდერიც იყო.

დღის ამბები