27 ივლისი 2024,   04:57
ვრცლად
ბაიდენის შვილთან მეგობრობის გამო, ვლადიმირ ევტუშენკოვი სანქციებს ამჯერადაც გადაურჩა - New York Post

აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან მეგობრობის გამო, ვლადიმირ ევტუშენკოვი, რომლის სავარაუდო ქონებაც 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს, სანქციებს ამჯერადაც გადაურჩა.

როგორც გამოცემა New York Post-ი წერს, ევტუშენკოვი ფლობს ბიზნესიმპერია "სისტემას", რომლის მფლობელობაშია რუსეთის უმსხვილესი მობილური კავშირის პროვაიდერი MTS-ი. ამასთან, 2022 წლამდე, ვლადიმირ ევტუშენკოვი ფლობდა რაკეტებისა და რადარების მწარმოებელ კომპანია RTI-ისა და კომპანია Kronstadt-ს, რომელიც სამხედრო დრონებს აწარმოებს. 

მედიის ცნობით, ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპში არსებული ჩანაწერების თანახმად, ის რუს მილიარდერს, სულ მცირე, ორჯერ შეხვდა - 2012 წლის მარტში, მანჰეტენზე და 2013 წლის იანვარში, ვაშინგტონში.

New York Post-ი ასევე წერს მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ქვრივის, უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული ელენა ბატურინას შესახებ, რომელიც ჰანტერ ბაიდენის კიდევ ერთი მეგობარია. მისი ქონება 1,3 მილიარდ დოლარს აღწევს. მედიის ცნობით, მან ორჯერ ისადილა ჰანტერ და ჯო ბაიდენებთან. როგორც New York Post-ი წერს, 2014 წელს, უცნობი მიზეზებით, ბატურინამ ბაიდენისა და მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიას 3,5 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

 

დღის ამბები