29 ივნისი 2024,   12:09
ვრცლად
200-ათასზე მეტ მგზავრზე გათვლილი ტერმინალი, 2 კმ-მდე დაგრძელებული ასაფრენი ზოლი - როგორი იქნება თელავის ახალი აეროპორტი

თელავის ახალი აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. ტერმინალი 200 ათასზე მეტ მგზავრზე იქნება გათვლილი, თითქმის 2 კილომეტრამდე დაგრძელებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ახალი, 4500 კვადრატულ მეტრზე აშენებული მრავალფუნქციური შენობა.

მობილობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების სტიმულირებაა ახალი პროექტის მიზანი, რომლის ფარგლებში ამ სივრცეში 200 000 მგზავრის გატარებაზე გათვლილი ტერმინალი უნდა აშენდეს და ამასთან სრულად უნდა განახლდეს აეროპორტის ინფრასტრუქტურა. უფრო მასშტაბური იქნება ასაფრენი ზოლიც, რომლის სიგრძე 1,7 კმ-მდე გაიზრდება.

თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი უკვე შედგენილია. კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.

კონცეპტუალური და სქემატური დიზაინის შედგენის შემდეგ წინ პროექტის საინჟინრო და სხვა ტექნიკური მხარეების დამუშავებაა. ამ პროცესის პარალელურად, გამოცხადდება ტენდერი მშენებელი კომპანიის შესარჩევად რათა სამუშაო რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს. ამ ეტაპზე არსებული გეგმით თელავის ახალი აეროპორტი ექსპლუატაციისთვის სექტემბრის თვეში მზად უნდა იყოს.

 

 

 

დღის ამბები