02 ივნისი 2024,   07:18
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაკრძალეს.

უკანასკნელ გზაზე ის ათასობით ადამიანმა ტაშით და შეძახილებით გააცილა. გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოსკოვის მარინოს ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართა. რუსი ოპოზიციონერი, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას ამერიკის და საფრანგეთის ელჩებიც დაესწრნენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. პატრულირებდა პოლიცია და უსაფრთხოების ძალები. ადგილზე მისულებს უმოწმებდნენ საბუთებს და პირად ნივთებს. სხვადასხვა მედია საშუალების ცნობით, გათიშული იყო მობილური სატელეფონო კავშირიც.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, საგანგებო რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ოფიციალური დასკვნით, სიკვდილის მიზეზი თრომბი გახდა. ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ნავალნის ცხედარი დედას 8ა დღის შემდეგ 24 თებერვალს გადასცეს

დღის ამბები