19 ივნისი 2024,   02:20
ვრცლად
ტეხასის შტატში ტყის ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - 26 თებერვლის შემდეგ ცეცხლმა 500 000 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა

ტეხასის შტატში ტყის ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება - 26 თებერვლის შემდეგ ცეცხლმა 500 000 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა. სტიქიამ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ხანძარი ძლიერი ქარის გამო ოკლაჰომას შტატზეც გავრცელდა. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და საძოვრები.

სახანძრო და სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე კონტროლს ექვემდებარება, თუმცა საფრთხე ჯერ არ განელებულა.

დღის ამბები