27 ივლისი 2024,   04:55
ვრცლად
გერმანიაში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიას მხარეში, ბედბურგ-ჰაუს მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 4 და დაშავებულია 21 ადამიანი, - ამის შესახებ Euronews-ი წერს.

საჭირო გახდა შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს, თუმცა მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. 

დღის ამბები