17 ივნისი 2024,   07:19
ვრცლად
მერაბ სანოძე, ლიზი რამიშვილი და ასოციაციის ასზე მეტი წევრი GNRA-ის კრებას 5 მარტს მაინც გამართავს

"საქართველოს მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია" (GNRA) განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, GNRA-ის გამგეობისა და თავმჯდომარის მხრიდან 5 მარტს დაგეგმილი კრების ჩაშლის მცდელობის მიუხედავად, კრება მაინც გაიმართება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, GNRA-ის კრება ჩატარდება 2024 წლის 5 მარტს, 12:00 საათზე, ასოციაციის ოფისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, ბიზნეს-ცენტრი "რეგუსი", მე-2 ბლოკი, მე-2 სართული, 0186, თბილისი, საქართველო.

"საჯაროდ მივმართავთ, მოვუწოდებთ GNRA-ის თავმჯდომარეს გვანცა ბაიდოშვილსა და გამგეობის წევრებს მარიამ ღუბიანურსა და ნანა გაბელაშვილს, რომ გამოცხადდნენ აღნიშნულ კრებაზე და ნუ შეუშლიან ხელს სამართლიან პროცესს, რომ ჩვენივე დაფუძნებულ ასოციაციაში განვახორციელოთ ჩვენი უფლებები და დემოკრატიული პრინციპების დაცვით მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩვენივე სურვილით შევცვალოთ მმართველი რგოლი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს.

კრებაზე შემოთავაზებული დღის წესრიგია:
1. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების დამტკიცება.
2. ასოციაციის გამგეობის მოქმედი წევრების და ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. ასოციაციის გამგეობის ახალი წევრების არჩევა.
4. ასოციაციის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
გამგეობის წევრობის შემოთავაზებული კანდიდატები არიან:
1. მერაბ სანოძე
2. ნოდარი მაწკეპლაძე
3. ანა გოგობერიშვილი
ასოციაციის თავმჯდომარეობის შემოთავაზებული კანდიდატია მერაბ სანოძე.
ასევე, შემოთავაზებულია სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები:
1. ანი სარაჯიშვილი
2. ლიზი ხვადაგიანი
3. ლიზი რამიშვილი,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები