16 აგვისტო 2026,   14:20
ვრცლად
კულტურისა და სპორტის მინისტრმა 3 ახალი კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა 3 ახალი კონკურსი გამოაცხადა.

გამოცხადებული კონკურსებია: „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“, „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“, „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/სხვა ხარჯით ხელშეწყობა“

• კონკურსის -„დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“. წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი პროცესის წახალისება.

• კონკურსის - „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ - მიზანია საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; კერძო ინიციატივების წახალისება, თეატრალურ ცხოვრებაში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა; თანამედროვე ქართულ თეატრში კონკურენტული გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურება.

• კონკურსის - „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ - მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ბავშვთა შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის გააქტიურება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული მუსიკალური, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის პროფესიული კადრების მომზადება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 3 აპრილისა.

დღის ამბები