25 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
12 ათასზე მეტი დაღუპული და ოჯახისგან მოწყვეტილი 17 ათასამდე პალესტინელი ბავშვი - UNICEF-ი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, სულ მცირე 17 ათასი ბავშვი ღაზაში "ახლა თანმხლების, პატრონის გარეშეა დარჩენილი ან დაშორებულია ოჯახისგან“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

განახლებული მონაცემების მიხედვით, გასული წლის 7 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას უკვე 12 ათასზე მეტი პალესტინელი ბავშვი ემსხვერპლა.

"ისრაელის ძალები სისტემურად აკავებენ პალესტინელ ბავშვებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე - ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, მინიმუმ 200 ბავშვი დააკავეს. ისინი ხშირად ექცევიან ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების ქვეშ“, - წერს Al Jazeera.

დღის ამბები