17 აგვისტო 2026,   08:49
ვრცლად
ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, სამტრედიის ქუჩაზე კორპუსის აფეთქების გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა, თუმცა, ჯერ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არაა.

როგორც , კახა კალაძემ მედიას განუცხადა, ყველა ოჯახს, რომელსაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა, თბილისის მერია დაეხმარება, იქამდე კი, ისინი დიდუბის რაიონის გამგეობამ, დროებით, სასტუმროებში გადაიყვანა.

"აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შესაბამისი უწყების წარმომდგენლები ადგილზე მობილიზებულნი არიან. სავარაუდოდ, ეს იყო ბუნებრივი აირის გაჟონვა. თუმცა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტიკაზე საუბარი გაგვიჭირდება. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის. აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები დროებით სასტუმროებში არიან გადაყვანილნი, ზოგმა კი, თავისი სურვილით, ახლობლების სახლში დარჩენა ისურვა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დღესვე ჩავატარებთ ექსპერტულ კვლევებს, რომ დავადგინოთ, როგორია კორპუსის მდგომარეობა. როგორც კი შესაბამისი დასკვნა გვექნება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომ აღნიშნული კორპუსი გამაგრდეს-მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ფართები დაუზიანდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისში აფეთქება ღამის 03:00 საათისთვის, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის 1-ელ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები