16 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

დღის ამბები