27 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაციის გეგმების განსახილველად, ვაშინგტონში გუნდს გაგზავნის

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" 20 წევრი გაანეიტრალეს.

რაფაჰში ისრაელის სამხედრო სახმელეთო ოპერაციის გეგმების განსახილველად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ვაშინგტონში გუნდს გაგზავნის - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მანამდე ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ არსებული ვითარება სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

კვლავ მწვავეა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისი, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ისრაელს დახმარების მისაწოდებლად სახმელეთო მარშრუტების გახსნისკენ მოუწოდა.

დღის ამბები