27 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
Georgian airways აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian airways აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თბილისიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს ევროპის 8 მიმართულებით: ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში. ასევე, Georgian airways მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე. პირდაპირი ფრენები შესრულდება "ბოინგ 737-700" და "ბოინგ 737-800" ტიპის ავიახომალდებით.

Georgian airways-ში აცხადებენ, რომ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში სრულდება, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

დღის ამბები