16 აგვისტო 2026,   23:55
ვრცლად
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის მოსახლეობა - მდინარე დნიპროზე სარაკეტო თავდასხმისას 5 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე განახორციელეს. დაიბომბა ორი დასახლება. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდასხმისას, ისინი საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მდინარე დნიპროზე კაშხალი ჩამოინგრა. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე, ხუთი ადამიანი, სრულად განადგურდა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეების დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რუსული თავდასხმების მოგერიება, საჰაერო თავდაცვისა და იარაღის ნაკლებობის გამო, უფრო და უფრო რთულდება.

დღის ამბები