უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები საფრთხის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ხარკოვზე. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის სულ 45 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ისლანდია შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას გულისხმობს და ამისათვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს.