ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებასთან ერთად, ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო. სიტუაცია თავად საკრებულოს დეპუტატებმა განმუხტეს.
კონფლიქტი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტს მოჰყვა, რომელიც საპარკინგე სივრცის მოწყობის ნებართვებს ეხებოდა. პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა აკაკი გვიანიძემ კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია გააკრიტიკა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და ხმაური მოჰყვა.