16 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"არგენტინა იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა" - რა საკითხები განიხილა ილია დარჩიაშვილმა არგენტინელ კოლეგასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, არგენტინის რესპუბლიკაშია. ილია დარჩიაშვილი არგენტინელ კოლეგას შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე.

მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდგომ საქართველოს გაზრდილ რეგიონულ და საერთაშორისო როლზე.

"ჩვენ ჩამოვიტანეთ ძლიერი გზავნილი - საქართველო და საქართველოს მთავრობა ძალიან დაინტერესებულია არგენტინასა და საქართველოს შორის უკვე არსებული მტკიცე პარტნიორობის გაღრმავებით. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის, რომელიც გვქონდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ორმხრივ ურთიერთობებს, რაც აუცილებლად მოიტანს ღირებულ და ხელშესახებ შედეგს ჩვენი ხალხებისთვის და ქვეყნებისთვის. ეს პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. საქართველოს აქვს ძალიან ემოციური დამოკიდებულება არგენტინასთან, თქვენი ქვეყანა იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს გახლდათ ძალიან ძლიერი სიგნალი და მხარდაჭერა გათავისუფლებული, დემოკრატიული რესპუბლიკისთვის," - განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ისტორიული ნიმუშების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო 1919 წელს, არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიერ ხელმოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების აქტი.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა არგენტინის ეროვნული გმირის, გენერალ სან-მარტინის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დღის ამბები