27 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია გრძელდება - თოვლის მასაში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი

ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მთიდან თოვლის მასა დილით მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილობრივი ხუთ კაციანი ჯგუფი, ბურნებით ოთა-ოშორის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლის მასა ჩამოწვა. ზვავში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, რამდენიმე საათია დაბა-ბაკურიანშია თბილისიდან ჩასული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

"ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო წესით გამოგზავნა ვერტმფრენნი და შესაბამისი რაოდენობის მაშველები. გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე. მიმდინარეობს ძებნა-შველის სამუშაოები. ჯერ-ჯერობით ადამიანი არ არის ნაპოვნი და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს," - აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

დღის ამბები