27 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ამ დრომდე, სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სამხედროები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ვრცელდება ინფორმაცია კიევსა და ლვოვში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის, ხმელენცკის და ჩერკასის ოლქებში, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

არტილერიითა და ქვემეხებით დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს, მძღოლი დაიღუპა და დაშავდა 2 მგზავრი.

უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდით, რუსეთი ახალი შეტევას გაზაფხულის ბოლოს დაიწყებს. რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო პაკეტი გადასცა, რომელიც 18 000 საარტილერიო და სატანკო ჭურვებს, სადაზვერვო დრონებს, ყველგანმავალ მანქანებსა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობას მოიცავს.

დღის ამბები