27 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტზე მოქალაქეების ლობისტებად რეგისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტზე მოქალაქეების ლობისტებად რეგისტრაციის თაობაზე იმსჯელა.

"კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, კომიტეტმა შესწავლა საქართველოს მოქალაქე თემურ ლაჭყეპიანის განაცხადი ლობისტად რეგისტრაციის თაობაზე და იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იყო წარმოდგენილი, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი რეგისტრაცია", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს იმავე საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს მოქალაქე ირინა ლიკლიკაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი და მხარი დაუჭირეს.

დღის ამბები