18 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
თბილისი საგუნდო საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება

თბილისი საგუნდო საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალი, რომელიც, ყოველწლიურად, დედაქალაქის და რეგიონების მუსიკალურ გუნდებს აერთიანებს, წელს მეთოთხმეტედ ჩატარდება. მიზანი უცვლელია - განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას და მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

საფესტივალო პროგრამაში დაგეგმილია 11 კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებს ყველა ასაკის მუსიკოსი, არიან დებიუტანტებიც.

ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ლატვიიდან ჰყავს. რიგის პირველი სამუსიკო სკოლის ვაჟთა გუნდი საქართველოში 2 კონცერტს გამართავს.

საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, 10 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, თბილისის სხვადასხვა საკონცერტო და ექსპერიმენტულ სივრცეში გაიმართება.

დღის ამბები