16 აპრილი 2024,   01:43
ვრცლად
სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილი ძლიერი ხანძრის მსხვერპლთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

სტამბოლში, ღამის კლუბში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 29 ადამიანი იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ცეცხლი სტამბოლის ბეშიქთაშის რაიონში, სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.

ღამის კლუბი 16-სართულიანი შენობის ნულ სართულზე იყო განთავსებული. ხანძრის მიზეზების დასადგენად, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები