19 მაისი 2024,   05:44
ვრცლად
ჩეხური მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ფული გადაუხადა ევროპელ პოლიტიკოსებს, რათა მათ საარჩევნო კამპანიებში პროპაგანდის ელემენტი დაემატებინათ

რუსეთმა ფული გადაუხადა ევროპელ პოლიტიკოსებს, რათა მათ საარჩევნო კამპანიებში პროპაგანდის ელემენტი დაემატებინათ, - ჩეხური გამოცემა Denik N-ის ცნობით, კერძოდ, რუსეთმა მიმართა პოლიტიკოსებს ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და უნგრეთში და ზოგიერთ მათგანს გადაუხადა კიდეც.

მედიის ცნობით, რუსეთი იყენებდა პრორუს პოლიტიკოსებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება ევროპის არჩევნების წინ.

გასულ კვირას ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომაც განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს, რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის, ფული გადაუხადეს.

დღის ამბები