22 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ტაივანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, 80-მდე ადამიანი გვირაბებშია ჩარჩენილი

ტაივანის ხელისუფლება ადასტურებს, რომ კუნძულზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის გამო, 80-მდე ადამიანი გვირაბებშია ჩარჩენილი, - ამის შესახებ BBC წერს.

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ ჰუალიანში მდებარე მთებში, ძინვენისა და ქინშუის გვირაბებში, 77 ადამიანია.

მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრემაც 7,4 მაგნიტუდა შეადგინა, გვირაბებთან დამაკავშირებელი გზები დაანგრია. 

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები