22 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. ახალი სერვისის შესახებ, დედაქალის მთავრობის სხდომაზე თბილისი მერმა ისაუბრა.

ფიზიკური და იურიდიული პირები, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ მიწის ნაკვეთებზე, ან კონკრეტულ არეალზე მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მომსახურების საფასური 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 3 თვეზე 6 ათას ლარს შეადგენს. 1-დან 5-ჰექტრამდე 12 ათასს, ხოლო 5 ჰექტარზე მეტი ფართობისთვის 30 ათას ლარს. სერვისი პირველი აპრილიდან უკვე მოქმედებს.

“აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას. კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული ადამიანი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისას. აღნიშნული მომსახურება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები