22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ანგარიშები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა, არ მოიცავს, ვინ არის დონორი, რა არის დაფინანსების მიზანი და სად მიდის ეს თანხები - ამას უწოდებთ ყველაზე გამჭვირვალე სექტორს დედამიწაზე? - ლევან ქარუმიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე, "ტვიტერში" წერს, რომ ანგარიშები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა, არ შეიცავს დონორის ვინაობას, სახსრების მიზანსა და იმას, თუ სად იხარჯება ეს სახსრები. ამ განცხადებით ის ეხმაურება სოციალურ ქსელში დასტინ გილბრესის "ტვიტს", რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს, ბიუჯეტისა და დაფინანსების მხრივ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე არასამთავრობო სექტორი აქვს.

"არა, ნამდვილად არა. ანგარიშები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა, მოიცავს მხოლოდ მიღებული თანხების ოდენობას (საგადასახადო მიზნებისთვის). ის არ მოიცავს, ვინ არის დონორი, რა არის დაფინანსების მიზანი და იმას, თუ სად მიდის ეს თანხები. თქვენ ამას ყველაზე გამჭვირვალე სექტორს უწოდებთ დედამიწაზე?" - წერს ლევან ქარუმიძე. 

 

 

 

დღის ამბები