16 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
შეთანხმება ვერ შედგა - მუსლიმი თემის წარმომადგენელი, რომელსაც სალოცავი სახლში აქვს მოწყობილი, სახელმწიფოს არცერთ შეთავაზებას დათანხმდა

შეთანხმება ვერ შედგა - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საათ-ნახევრიანი შეხვედრა მერაბ მიქელაძის უარის გამო, უშედეგოდ დასრულდა. დაბა ადიგენში, მუსლიმი თემის წარმომადგენელი, რომელსაც სალოცავი სახლში აქვს მოწყობილი, სახელმწიფოს არცერთ შეთავაზებას დათანხმდა და საკუთარი პირობები წამოაყენა. რელიგიის სააგენტომ მალხაზ მიქელაძეს ორი წინადადება შესთავაზა. სამლოცველო ადიგენის ცენტრის ნაცვლად, სოფელ იჯარეთში გახსნას ან სახელმწიფოს მის საკუთრების გამოსყიდვის უფლება მისცეს და მიღებული თანხით სამლოცველო მისთვის სასურველ ადგილას მოაწყოს.

მიქელაძე არ ექვემდებარება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, რომელსაც მუსლიმთა თემში საქართველოს სახელმწიფო ერთადერთ უფლებამოსილ ორგანიზაციად აღიარებს. სახელმწიფო, როგორც არბიტრი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც დაბა ადიგენში, მუსლიმი თემი და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ დაბაში მუსლიმი თემი არ ცხოვრობს, ისინი სხვა სოფლებიდან ჩამოდიან და სალოცავის მოწყობის საჭიროებაც ამიტომ არ დგას.

მუსლიმ თემსა და ადიგენის მოსახლეობას შორის კონფლიქტი თითქმის ერთი წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მერაბ მიქელაძემ დაბა ადიგენში, მის სახლში, სახალხო სალოცავი მოაწყო. ვითარება ადგილზე რამდენიმე კვირის წინაც დაიძაბა. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფოს შეთავაზებაზე მერაბ მიქელაძის კატეგორიული უარი კითხვებს აჩენს შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე.

რელიგიის სააგენტო მერაბ მიქელაძისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება და მზადაა მოლაპარაკებები განაახლოს.

 

დღის ამბები