30 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
ქართველი მომვლელი თანამზრახველებთან ერთად დააკავეს - დაჯგუფებამ 700 000 ევრომდე სარგებელი მიიღო

საბერძნეთში სერიული ძარცვის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს შორის, ერთ-ერთი ქართველი მომვლელია, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებს სამიზნე ობიექტებზე ინფორმაციას აწვდიდა.

33 წლის ქალი ატიკაში მომვლელად და ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, თუმცა როგორც ბერძნული მედია წერს, ის იყო ერთ-ერთი საკვანძო რგოლი დანაშაულებრივ სქემაში.

გამოძიებით ირკვევა, რომ დანაშაულებრივი ორგანიზაცია სულ მცირე 2021 წლის ნოემბრიდან მოქმედებდა და მინიმუმ 16 ქურდობაშია მხილებული. უკანონო ფინანსური სარგებელი კი 690 000 ევროზე მეტად არის შეფასებული.

დღის ამბები