ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ღაზაში მოქმედი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელის თავდასხმებს 54 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 82 ადამიანი.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ისრაელს, პასუხისმგებლობა აიღოს ღაზის სექტორში განხორციელებული ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება ისრაელისთვის. გაეროს ადამიანის უფლებათა 47 წევრიდან, რეზოლუციას მხარი დაუჭირა 28-მ, 13-მა თავი შეიკავა, 6 კი წინააღმდეგი იყო.
ისრაელი ბრალდებებს უარყოფს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი დროებით აღარ დაბლოკავს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება, ჯერჯერობით, არ კეთდება.