მეორე დღეა, იერუსალიმში პალესტინის მხარდასაჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთში განთიადის ლოცვის შემდეგ, მლოცველების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენა.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, ცერემონიას ათასობით მლოცველი დაესწრო, რამდენიმე მათგანი პროვოკაციული ლოზუნგებით სკანდირებდა, ნაწილი კი პოლიციას თავს დაესხა. სამართალდამცველებმა 16 პალესტინელი დააკავეს.